воскресенье, 1 ноября 2009 г.

ჩემი ქალაქის მწვანე საფარი


პროექტის სახელი:ჩემი ქალაქის მწვანე საფარი

პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები იკვლევენ ქ. რუსთავის ბუნებრივ და ხელოვნურ მცენარეთა სახეობებს და მათ განლაგებას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იძიებენ ყოველგვარ ინფორმაციას ხისა და ტყის დანიშნულების შესახებ. იკვლევენ როგორ იზრდება ხე, რა პრობლე
მებს უქმნის ადამიანი ტყეს.რომელი ჯიშის ხეები არსებობს.პროექტში მონაწილე მოსწავლეები მიდიან ქალაქის გამწვანების სამსახურში, იღებენ ინფორმაციას ქალაქის გამწვანებაში გამოყენებული მცენარეების შესახებ. ასევე აზუსტებენ იმ მცენარეთა სიას, რომელიც გამოყენებულია ქალაქის გამწვანებაში. იგებენ რა დროში ხდება მწვანე საფარის განახლება. მოსწავლეები აკეთებენ ბუკლეტებს ქალაქის მწვანე საფარის შესახებ.აკეთებენ სტენდს, იმ მცენარეთა სურათებით რაც დარგულია ქალაქში.

მონაწილეთა ასაკი
: 15-16 წელი, X-XI კლასი.


ვადები/ხანგრძლივობა: 4-5თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოპოვება
ინტერნეტში, სხვადასხვა ლიტერატურაში. ქალაქის გამწვანების რუკის შედგენა. მცენარეთა ნახატების გამოფენა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება,შეიქმნას: შეიძლება შეიქმნას ფოტო-ალბომი,გაკეთდება სტენდები,დაირგვება ხეები,მოეწყობა ექსკურსიები. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ბუნებისადმი სიყვარული და ისწავლიან მის გაფრთხილებას.


სარგებელი სხვებისათვის:
მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქალაქის
ბუნებას,გაეცნობიან მცენარეთა დარგვას,მოვლას.გაჯანსაღდება ეკოლოგიური გარემო, გალამაზდება სკოლის ეზო,გაიზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა გარემოსადმი.

სამუშაო ენა:
ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:


საგნებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეკოლოგიასთან, გეოგრაფიასთან,შრომის ტექნოლოგიასთან, ხელოვნებასთან.

პროექტის ფასილიტატორი: ლეილა მუმლაძე

ფალსიტატორის ელ-ფოსტა:
leila.mumladze@gmail. com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.leilamumladze-lela.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий